თავში

როგორ განვითარდება პანდემია 2022 წელს - 3 სცენარი

როგორ განვითარდება პანდემია 2022 წელს - 3 სცენარი
როგორ განვითარდება პანდემია 2022 წელს - 3 სცენარი

უკვე თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი მუტაციას განიცდის და ახალი ვაქცინების შექმნის საჭიროება იქნება, შესაბამისად პანდემიის დასრულების წინასწარ დასრულების პროგნოზირება შეუძლებელია. 

Report.ge-ს ცნობით, გამოცემა Forbes მომავალ წელს პანდემიის განვითარების სამ სცენარს ვარაუდობს.

ყველაზე პესიმისტური სცენარის თანახმად, კორონავირუსის ახალი ვარიანტი ვაქცინების მიმართ მდგრადი აღმოჩნდება და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს. ამ სცენარის დადგომის შემთხვევაში ახალი შეზღუდვებისა და ჩაკეტვების დაწესება გახდება საჭირო. 

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი გამოჩნდა, რომელიც უკვე რამდენიმე ქვეყანაში დომინირებს. ჯერჯერობით ძალიან მწირია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად მყარი დაცვა აქვთ მის წინააღმდეგ დღეისათვის არსებულ ვაქცინებსა და ბუნებრივად გამომუშავებულ ანტისხეულებს. არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ "ომიკრონი" სიმპტომურად "დელტა" შტამზე უფრო მსუბუქია, თუმცა კვლევებით დაზუსტებული ესეც არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ომიკრონი" მართვადი გახდება, მაინც იარსებებს საშიშროება იმისა, რომ სხვა, უფრო საშიში შტამი გამოჩნდება. 

მეორე სცენარის თანახმად, ვირუსის ახალი შტამი არ გამოჩნდება, თუმცა ვაქცინები უკვე არსებული ვარიანტების მიმართ მდგრადობას დაკარგავენ და ვაქცინაცია რეგულარულად გახდება საჭირო. 

მესამე და ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით,  ვაქცინები და ბუნებრივად გამომუშავებული იმუნიტეტი კორონავირუსის უკვე არსებული და მომავალი შტამების წინააღმდეგაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ეფექტური აღმოჩნდება. თუ მესამე სცენარს გავყვებით, მის თანახმად, როგორც კი მოსახლეობა სრულად აიცრება და ვირუსს გადაიტანს საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამომუშავდება და კორონავირუსი ენდემურ დაავადებად გადაიქცევა. 

უახლესი კვლევების თანახმად, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზა კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკს 70%-ით ამცირებს.

რაც შეეხება ბუსტერულ დოზას,Report.ge წერდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის სამი დოზა კორონავირუსის ახალ შტამს "ომიკრონს" ანეიტრალებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system