თავში

როგორ გავიღვიძოთ მხნედ

​როგორ გავიღვიძოთ მხნედ
როგორ გავიღვიძოთ მხნედ

დილაობით, გაღვიძებისას მოთენთილი მდგომარეობა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს არა ძილის ხანგრძლივობას, არამედ გამოღვიძებას ძილის ფაზის შუა პერიოდში. სპეციალისტების თქმით, არსებობს 2 ტიპის ძილის ფაზა - ღრმა და ზედაპირული ძილი. იმისათვის, რათა განისაზღვროს, როდის უნდა დავწვეთ დასაძინებლად, ჩვენ დაგვეხმარება ,,90 წუთის პრინციპი’’, რადგანაც დაახლოებით ასეთი ხანგრძლივობა გააჩნია თითოეულ ფაზას, რომლებიც რიგრიგობით ერთმანეთს ენაცვლება.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ადამიანი თავს გრძნობს მხნედ, თუ ის გაიღვიძებს რომელიმე ამ 90-წუთიანი ფაზის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვთვალოთ დაწოლის დრო, ყოველი 90-წუთიანი მონაკვეთების შეკრებით, დაძინების დროიდან, გამოღვიძების დრომდე.

ექიმების აზრით, უძილობის ერთ ერთი უპირველესი მიზეზი ადამიანის არასწორი ცხოვრების წესია, მათ შორის დაწოლა არასათანადო დროს. ასევე, უძილობის დასაძლევად, სპეციალისტები გვირჩევენ, უარი ვთქვათ საათის ნახვაზე ღამით გაღვიძების შემთხვევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system