თავში

როგორ გავხდეთ მილიარდერი? - უმდიდრესი ადამიანების 5 მთავარი წესი

როგორ გავხდეთ მილიარდერი? - უმდიდრესი ადამიანების 5 მთავარი წესი
როგორ გავხდეთ მილიარდერი? - უმდიდრესი ადამიანების 5 მთავარი წესი

წარმატების მისაღწევად მხოლოდ ბევრი შრომა არ არის საკმარისი. მსოფლიოში 7.6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრებოს, თუმცა მილიარდერების რიცხვი 2.755-ს შეადგენს.

რა არის მათი საიდუმლო ასეთი შთამბეჭდავი მიღწევების მისაღწევად? რა წესებს ემორჩილებიან ისინი? რა აძლევს მათ ენერგიას ამბიციური მიზნების მისაღწევად? რისი გაკეთება შეგვიძლია მათი წარმატების გასამეორებლად?

ამ კითხვებზე პასუხს CNBC-ის ჟურნალისტი გთავაზობთ, რომელმაც 5 წელი მილიარდერებთან გასაუბრებასა და მათგან რჩევების მიღებას დაუთმო.

გთავაზობთ მილიარდერების 5 მთავარ ცხოვრებისეულ წესს:

1. გაიღვიძეთ ადრე! 

მილიარდერების უმეტესობა 5:30 საათზე იღვიძებს. მათი თქმით ამ დროს გაღვიძება მხოლოდ პირველი ორი კვირა ჭირს, რის შემდეგაც ორგანიზმი ახალ რეჟიმს ეჩვევა და გასაღვიძებლად მაღვიძარას დაყენებაც კი არ დაგჭირდებათ.

2. ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

წარმატების მიღწევაში ჯანმრთელობის პრობლემები ხელს შეგიშლით. მილიარდერების უმეტესობა მუდმივად ვარჯიშობს და ჯანსაღად იკვებება. გამოკითხული 21 მილიარდერიდან მხოლოდ ერთმა განაცხადა, რომ მწეველია. 

3. ბევრი კითხვა.

The Berkshire Hathaway-ის გენერალური დირექტორი ამტკიცებს, რომ დღეში 500 გვერდს კითხულობს.

4. გამოყავით დრო ფიქრისთვის.

მდიდარი ადამიანები მარტო ყოფნასა და ფიქრს დიდ დროს უთმობენ. ამაში კი ყველაზე მეტად მედიტაცია ეხმარებათ.

5. დაიცავით დღის რუტინა!

მილიარდერები აცხადებენ, რომ ეს მათ ბევრი სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. სწორად დაგეგმილი დღის რუტინა და დისციპლინა მათ დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system