თავში

როგორ შეუძლიათ ბავშვებს COVID-19-თან ბრძოლა - ჯანმო-მ ზღაპრების წიგნი გამოაქვეყნა

როგორ შეუძლიათ ბავშვებს COVID-19-თან ბრძოლა - ჯანმო-მ ზღაპრების წიგნ
როგორ შეუძლიათ ბავშვებს COVID-19-თან ბრძოლა - ჯანმო-მ ზღაპრების წიგნი გამოაქვეყნა

ახალი ტიპის კორონავირუსის შესახებ ზღაპრების წიგნი უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. 

ჯანმო-ს ზღაპრის წიგნი, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ბავშვებს COVID-19-ის პანდემიის გაგებაში, უკვე 100 ენაზეა ნათარგმნი. ნაწარმოები 50-ზე მეტი ორგანიზაციის,  მათ შორის, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და წითელი ჯვრის თანამშრომლობით გამოიცა. წიგნი, ძირითადად 6-11 წლის ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.

ზღაპრის მთავარი პერსონაჟი არიოს დახმარებით, ბავშვები სწავლობენ, როგორ შეუძლიათ დაიცვან საკუთარი თავი, თავიანთი ოჯახის წევრები და მეგობრები კორონავირუსისგან. ზღაპარი ბავშვებს ასევე ასწავლის, როგორ მართონ ემოციები ახალი და სწრაფად ცვალებადი რეალობის წინაშე.

ზღაპრის ქართულ ენაზე წაკითხვას მოცემულ ბმულზე შეძლებთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system