თავში

როგორ შევინახოთ აღდგომის კვერცხი - ექსპერტები

როგორ შევინახოთ აღდგომის კვერცხი - ექსპერტები
როგორ შევინახოთ აღდგომის კვერცხი - ექსპერტები

სურსათის უვნებლობის ექსპერტთა გუნდმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეკომენდაცია გასცა. მათი თქმით, მაგრად მოხარშული კვერცხის შენახვა მაცივრის გარეშე ორ საათზე მეტხანს ჯანმრთელობისთვის საშიშია. ინფორმაციას ამის შესახებ Food Safety News ავრცელებს.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია კვერცხის შემოწმება, დაბზარული კვერცხის ჭამა არ შეიძლება, რადგან ნაპრალის საშუალებით, შესაძლოა, საშიში ბაქტერიები შევიდეს შიგნით.

"კვერცხთან შეხებამდე აუცილებლად დაიბანეთ ხელები, გაასუფთავეთ ჭურჭელი და მაგიდა. კვერცხები მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის წყალში, ისე რომ დაფარული იყოს წყლით. როდესაც წყალი ადუღდება ჭურჭელი ცეცხლიდან გადმოდეთ და კვერცხები 12-18 წუთის განმავლობაში წყალში გააჩერეთ. შემდეგ ისინი ცივი წყლით გარეცხეთ და როდესაც გაცივდება,  მაცივარში 4-5 გრადუს ტემპერატურაზე განათავსეთ", - დასძინეს ექსპერტებმა.

მათი თქმით, მოხარშული კვერცხის შენახვა უმჯობესია მაცივარში თაროებზე და არა მაცივრის კარის თაროებზე. მაგრად მოხარშული გაციებული კვერცხის შენახვა შეიძლება ერთ კვირამდე და მისი ჭამა ამ შემთხვევაში უსაფრთხოა.

ასევე აღინიშნა, რომ თუ ფერადი კვერცხები გამოყენებული იქნება დეკორაციისთვის და ის განთავსებული იქნება მაცივრის გარეშე ორ საათზე მეტხანს, აუცილებელია მათი გადაგდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system