თავში

როგორ შევცვალოთ უფერული ყოველდღურობა პანდემიისას

როგორ შევცვალოთ უფერული ყოველდღურობა პანდემიისას
როგორ შევცვალოთ უფერული ყოველდღურობა პანდემიისას

გარეთ გასვლამ განსაკუთრებული და განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა ახალი პანდემიისას - ვირუსის გავრცელება, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება, ჩვენი ფიქრის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. ადამიანები დღეების და კვირების განმავლობაშიც არ გადიან შინიდან. უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ დისტანცია, ავერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, მაგრამ ჩვენი ტვინისა და სხეულისთვის დიდი ხნის მანძილზე გამოკეტვა რომ რთულად გადასატანია ამას ყველა მივხვდით.

ოთხ კედელში ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში მარტივად გვიბიძგებს არაჯანსაღი ჩვევებისკენ. ჩამოვთვალოთ ძირითადი პრობლემები და ვეცადოთ, ვიპოვოთ გზა როგორ შევცვალოთ ჩვენი ყოველდღურობა, ისე, რომ არც ახალი წესები დავარღვიოთ და ჯანმრთელობასაც პრობლემა არ შევუქმნათ.

გუნება-განწყობის ცვლილება

მყუდროდ შინ ყოფნა ყველას გვინატრია, განსაკუთრებით დაძაბული სამუშაო თუ სასწავლო განრიგისას ცუდ ამინდებში. მაგრამ ბოლო წელია უკვე ამას ცოტა ადამიანი თუ ნატრობს და ხშრად ასე გამოუსვლელად შნ ყოფნა სიმყუდროვეს კი არა უფრო შიშს და დაუცველობას ბადებს. გაღზიანებადობა და დეპრესია ძალიან ხშირია. დროის გარეთ გატარება, ყოველდღიური ხმაური ქუჩებში, მზის სხივები და ჩიტების ხმა ბანალურია, მაგრამ სერიოზულად გვეხმარება განწყობის ამაღლებაში.

ძილის რეჟიმის დარღვევა

გაჯეტებთან გატარებული მეტი დრო იწვევს იმას, რომ შესასრულებელი სამუშაო გვრჩება, რომელსაც უკვე გვიან ვასრულბეთ. სახლში ყოფნისას ენერგიასაც ნაკლებს ვხარჯავთ, ემოციური ფონიც მძიმეა და ძილის რეჟიმიც დარღვეულია.

D ვიტამინის დონე

ვიტამინი, რომელსაც პირდაპირი მზის სხივები ბედნიერებასთან და სიხარულთან ერთად გვანიჭებს. D ვიტამინის დონის შემცირებით ნელ-ნელა ოსტეოპოროზის, ჰიპერტენზიის და დიაბეტის რისკიც იმატებს.

რა უნდა გავაკეთოთ

შევამციროთ შინ შეკრებები, რასაც უკვე წელიწადზე მეტია გვთხოვენ და მოითხოვენ ჩვენგან. ამინდთან ერთად უფრო მარტივი გახდა და შესაძლებელია მეგობრებს ბუნებაში შევხვდეთ, სადაც მეტი მზის სხივი და ხალისია და ვირუსის გადადების შანსებიც ნაკლები.

მივიღოთ ვიტამინებით მდიდარი საკვები

დავგეგმოთ ჩვენი დღე ისე, რომ ძილის რეჟიმი არ დავარღვიოთ. 9 საათზე მაინც ხომ ყველანი ნამდვილად სახლში ვართ.

სააღდგომოდ ამ მშვენიერ ამინდში საყვარელ ადამიანებთან ერთად გასვლა დავგეგმოთ - ბევრი ლამაზი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ არ გვინახავს და როცა ისევ ჩავებმევით უკვე სანატრელ ყოველდღიურ ხმაურში, მოვინახულოთ და ახალი დადებითი ემოციებით დავიმუხტოთ და უამრავი ლამაზი და ფერადი ფოტო გადავიღოთ.

სასიამოვნო უქმეების გატარებას გისურვებთ!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system