თავში

როგორ ვამგზავროთ ბავშვები უსაფრთხოდ - VIDEO

როგორ ვამგზავროთ ბავშვები უსაფრთხოდ
როგორ ვამგზავროთ ბავშვები უსაფრთხოდ  - VIDEO

საქართველოს კანონში მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის შესახებ, საუბარი საერთოდ არაა ბავშვის სავარძლის მოხმარებაზე, არც უკანა სავარძელზე ღვედით სარგებლობაზე. მხოლოდ კანონპროექტი არსებობს, მცირედი ჯარიმით, ეს იმ დროს, როცა აშშ-სა და ევროპაში საკმაოდ სოლიდური ჯარიმებია. ერთადერთი შეზღუდვაა - 12 წლამდე ბავშვი არ უნდა იჯდეს წინა სავარძელზე. მოდით მივყვეთ ჩამონათვალს და რეკომენდაციებს - ასაკის მიხედვით რა ტიპის სავარძლებია საჭირო ბავშვებისთვის. რა საჭიროა ჯარიმებით და კანონის ძალით შეშინება ?! საკითხი ხომ ჩვენი შვილების უსაფრთხოებას ეხება!

ახალშობილის კალათი - სავარძელი   

წლამდე ბავშვებისთვის

ამ ტიპის კალათი ისე მაგრდება მანქანაში, რომ ბავშვი წინა საქარე მინისკენ ზურგით წევს. ავტოსაგზაო შემთხვევისას, კალათი მხოლოდ ირწევა და სრულად დაცულია ბავშვის კისერი და ხერხემალი, წინ გავარდნის შანსიც არაა, რადგან ბავშვი ზურგითაა საქარე მინისკენ და სახით უკანა სავრძლის საზურგისკენ.

კონვერსირებადი (შექცევადი) სავარძელი

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის

ამ ტიპის სავარძელი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალშობილის კალათ - სავარძლის მსგავსად, ასევე ცოტა მოზრდილ ბავშვებში, როცა სავარძელი უკვე მოტრიალებულია საქარე მინისკენ და ბავშვი, როგორც ნახევრად გადაწოლილი, ისე მჯდომიარე პოზიციაში თავსდება.

ბუსტერი

სკოლის ასაკის ბავშვებისთვის

იგი საჭიროა, რათა ბავშვი მოთავსდეს მანქანაში ოპტიმალურ სიმაღლეზე და სრულად მოხდეს მისი დაცვა ღვედის საშუალებით.

ბუსტერი ორნაირია - ზურგით და ზურგის გარეშე. საზურგიანი ბუსტერი თავის და კისრის დაცვასაც უზრუნველყოფს და იდეალურია მანქანისთვის, რომელსაც არ აქვს ამაღლებული თავის მისაყრდნობი.

სამი ერთში სავარძელი

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასაკს აერთიანებს

ეს ოპტიმალური და დამზოგველი ვარიანტია, რადგან გამოიყენება, როგორც კალათი, სავარძელი და ბუსტერი. ამ ტიპის სავარძლის ფასი შეიძლება შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ მისი ცვლა არ იქნება საჭირო ბავშვის ასაკთან ერთად, მხოლოდ პოზიციას და გარკვეულ დეტალებს ვუცვლით ბავშვის ასაკთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ბავშვები 12 წლის ზემოთ სარგებლობენ ღვედით. 12 წლიდან მათი მოთავსება წინა სავარძელზეც შესაძლებელია, თუმცა უკანა სავარძელზე და ღვედით ჯდომა არის საუკეთესო დაცვა ჩვენი შვილებისთვის.

ცხადია ჩვენ, როცა თუნდაც უკანა სავარძელზე ვსხედვართ და ბავშვი ხელში გვიჭირავს, დარწმუნებულები ვართ, რომ მას ვიცავთ. გთავაზობთ პატარა ვიდეოს, რომელიც საპირისპიროში დაგარწმუნებთ. 

შემაშფოთებელია ბავშთა დაზიანებისა და სიკვდილიანობის სტატისტიკა, არასწორად დამონტაჟებული სავარძლების, მათი საერთოდ არ ქონის ან ღვედის გამოუყენებლობის გამო. 

მშვიდ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system