თავში

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას

როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას
როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას

სპეციალისტების მტკიცებით, თმის ცვენა მოსახლეობის ორმოცდაათ პროცენტს აღენიშნება. გარდა გენეტიკური ფაქტორისა, რომელიც ცდება ჩვენი კონტროლის ფარგლებს, თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს გარემო ფაქტორები, მოწამლვა, რადიაცია, მედიკამენტები, ინფექციები, ჰორმონალური დისბალანსი, კვებითი ნაკლოვანებები, წონის სწრაფი კლება, ორსულობა, ლაქტაცია, ფიზიკური ან ემოციური სტრესი.

ასაკთან ერთად თმის ცვენას და მისი სტრუქტურის შეცვლას ვერსად გავექცევით, მაგრამ პროცესების შენელება და ცვენის შემცირება ნამდვილად შესაძლებელია.

მოწევა რომ მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და პირველ რიგში ფილტვებისთვის, რომ კანის დაბერებას იწვევს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ იცოდით, რომ ნაადრევ ჭაღარას და თმის ცვენასაც იწვევდა? ჩემთვის სიახლე იყო. კვლევებმა დაადასტურა კავშირი თმის ცვენასა და მოწევას შორის. ხოდა, აი,  ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმის კიდევ ერთი მიზეზი.

დაბალანსებული კვება პროტეინებით მდიდარი საკვები - ფოლიუმის მჟავა, ბ ჯგუფის ვიტამინები, ეს ზოგადი ჩამონათვალია. მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე ეფექტური მეთოდი, რომელიც საკუთარ თავზე და მეგობრებზე გამოვცადე თმის ცვენისას, ისინი საკმაოდ ადვილი შესასრულებელია და საინტერესო იქნება როგორც ქალბატონებისთვის ასევე მამაკაცებითვის.

მასაჟი

დაიმასაჟეთ თავის კანი თმისთვის სასარგებლო ეთერზეთებით და ნიღბებით. მასაჟისას თავის კანის სტიმულირება ხდება, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას და ხარისხის გაუმჯობესებას.

ალოე

ეს მცენარე ისეთი შეუცვლელია, მგონია, რომ ალოეს ბუჩქი ყველა ოჯახში უნდა იყოს. იგი კვებავს და აღადგენს თავის კანის სტრუქტურას, ამცირებს ქერტლს. ათავისუფლებს თავის კანის ფოლიკულებს, რომლებიც ცხიმითაა დაბლოკილი. კვირაში რამოდენიმეჯერაც შეგიძლიათ მისი გამოყენება. ასევე კარგია თუ მოიხმართ შამპუნს და ბალზამს ალოეს შემცველობით.

ქოქოსის ზეთი

შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ღრმად აღწევს თმის ძირებში და ხელს უშლის პროტეინის დაკარგვას თმის ღერებიდან. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ გირჩევთ მის გამოყენებას დაბანამდე, მთელი ღამეც კი შეიძლება დაიტოვოთ და დილას კარგად დაიბანოთ. თუ მშრალი კანი გაქვთ მაშინ დაბანის მერე შეზელა მცირე რაოდენობით და დატოვებაც შეიძლება.

თევზის ქონი

ომეგას ცხიმოვანი მჟავების მიღება, რომელიც გაჯერებულია პროტეინით და მრავალი სასარგებლო საკვები ნივთიერებით აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ომეგა სამის მიღება ანტიოქსიდანტებთან ერთად თმას მკვრივსა და ხარისხიანს ხდის. იგი ასევე ამცირებს თმის ცვენას. ცხიმოვანი მჟავები ეხმარება უჯრედებს გამართულად მუშაობაში და აძლიერებს იმუნიტეტს.

ნივრის წვენი

თუ ნივრის სუნი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მისი წვენი წარმატებით გამოიყენება თმის ცვენის მკურნალობაში. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის თმის შემადგენლობაში კერატინის რაოდენობას. გასრისეთ და გამოწურეთ ნივრის წვენი, წაისვით და გაიჩერეთ თავის კანზე 15 წუთი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.

როზმარინის ეთერზეთი

იგი ერთ-ერთი პირველია იმ საშუალებათაგან, რომლის გამოყენებაც ადამიანებმა დაიწყეს თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ცვენის შესაჩერებლად. შეურიეთ როზმარინის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ნებისმიერ მცენარეულ საბაზო ზეთში და შეიზილეთ თავის კანში. შეგიძლიათ გაიჩეროთ რამოდენიმე საათი თავის დაბანამდე. შემდეგ ჩვეულებრივ, დაიბანოთშამპუნით. პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში რამოდენიმეჯერ. როზმარინის ეთერზეთი შეგიძლიათ შეურიოთ შამპუნში და კონდიციონერში.

ლიმნის წვენი ან ეთერზეთი

შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი ან ეთერზეთი თმის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის. იგი კარგია თავის კანისთვის და ხელს უწყობს თმის ზრდას. ლიმონის წვენი შეიზილეთ დაბანმადე 15 წუთით ადრე. ხოლო ლიმონის ეთერზეთი შეურიეთ საბაზისო მცენარეულ ზეთში და ისე გამოიყენეთ. ასეთი თმის ნიღაბი შეგიძლიათ რამდენიმე საათი გაიჩეროთ.

არ გამოიყენოთ ეთერზეთები პირდაპირ, ყოველთვის გამოიყენეთ ბაზად რომელიმე მცენარეული ზეთი ან გაურიეთ შამპუნში.

რასაც მივხვდი და ჩემ თავზე გამოვცადე,თმის მოვლა იქნება ეს, ვარჯიში, თუ ჯანსაღი კვება, მთავარია რუტინულად მიყვე არჩეულ გეგმას და არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველი შედეგების დანახვას აუცილებლად დრო სჭირდება.

და თუ ხანდახან რუტინასაც დავარღვევთ არაუშავს, "ხვალიდან" დაწყება ყოველთვის შეიძლება, მთავარია, არ დავისტრესოთ - სტრესი ხომ პირველი მტერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system