თავში

როგორ ვიკვებოთ გაზაფხულზე

როგორ ვიკვებოთ გაზაფხულზე
როგორ ვიკვებოთ გაზაფხულზე

სეზონების ცვლილებასთან ერთად, გვინდება გადავხედოთ რაციონს და სეზონური სიახლეები შევიტანოთ. გაზაფხული ამ მხრივ საუკეთესოა. მონატრებული ფერადოვნება, არომატები და სიმსუბუქე. გაზაფხული განახლებაა - გარდერობის, მაცივრის, თმის და კანის ფერის, მარე გრძელი, თბილი და ნათელი დღეები დადგება. აპრობირებულია გაზაფხულისთვის მოკლე განტვირთვის ჩატარება.

უნდა მოვერიდოთ:

ალკოჰოლი

ღვიძლია - ძირითადი ორგანო, რომელიც დეტოქსზეა პასუხისმგებელი, პირველია, რომელიც დარტყმის ქვეშაა ალკოჰოლის მიღებისას. ასევე ალკოჰოლი შარდმდენია, ამიტომ მარტივია ორგანიზმის გაუწყლოვანება. დღეში ერთი ჭიქა ქალბატონებისთვის და ორი მამაკაცებისთვის. განსაკუთრებული შემთხვევისთვის ჩამნაცვლებლად სცადეთ გაზიანი სასმელი ნატურალური წვენით.

დამატკბობლები

გამაგრილებელი სასმელები სავსეა დამატკბობლებით. ისინი ფარული კალორიებია და ასეთი სასმელების ხანგრძლივად და სტაბილურად მიღება იწვევს სიმსუქნეს და გულის პრობლემებს. თუ ტკბილის მირთმევა გსურთ მიიღეთ ხილი ან შოკოლადი. გაითვალისწინეთ ერთი საშუალო ულუფა (340 გრ) გამაგრილებელი სასმელი, საშუალოდ 8 კოვზი შაქრის კალორიულობის ოდენობის დამატკბობელს შეიცავს.

დამუშავებული მარცვლეული

თეთრი ფქვილი, თეთრი ბრინჯი და სხვა მსგავსი პროდუქტიდან გამოცლილია უჯრედისი, ვიტამინები და მინერალები. ყველაფერი ის, რის გამოც სასარგებლოა ეს პროდუქტი.

სწრაფი დამზადების საკვები

ეს საკვები შეიცავს არასასარგებლო და მავნებელი ინგრედიენტების ვრცელ სიას - გადამეტებული შაქარი, მარილი, ტრანს ცხიმები, კონსერვანტები და სხვ.

უნდა მივირთვათ მეტი:

ხილი და ბოსტნეული

ფერადი, დაბალკალორიული, ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ეს პროდუქტი დაგვეხმარება შევამციროთ გულის დაავადებათა რისკი. ბოსტნეული კარგი სტარტერია და მოცულობითი კვების კარგი დამხმარე.

დაუმუშავებელი მარცვლეული

მიირთვით ქინოა, ამარანტი, ველური ბრინჯი. ისინი ამცირებენ კიბოს და გულის დაავადებათა რისკს.

ჯანსაღი ცხიმები

სტერეოტიპი, რომ ცხიმი ცუდია წარსულს ჩაბარდა და ზომიერი რაოდენობით ჯანსაღი ცხიმების მიღება აუცილებელია, იგულისხმება გადაუმუშავებელი ცხიმი, როგორიცაა კვერცხში, თხილეულში, თევზში, ყველსა თუ ზეთისხილში. ნახშირწყლებს თუ გვთხოვს ორგანიზმი ეს ჩამონათვალი ან ყავა ნაღებით სრულიად მოგიხსნით ნახშირწყლოვან პროდუქტზე მოთხოვნილებას.

პრობიოტიკებ

პრობიოტიკებით სავსე პროდუქტი გვეხმარება „კეთილშობილი“ ბაქტერიების შენარჩუნებაში და კუჭნაწლავის გამართულ მუშაობაში.

დავნერგოთ შემდეგი ჩვევები:

საუზმე

კვლევებმა აჩვენა, რომ საუზმის მირთმევა ხელს უშლის წონის მატებას. ადამიანები ვინც მიირთმევენ საუზმეს, არ გადაამეტებენ ვახშმის დროს და მათი ორგანიზმში ნაკლებდ ხდება ცხიმის უჯრედების დაგროვება.

ზომიერი ულუფები

დაილაგეთ სასურველი კერძები თეფშზე და მიირთვით ისე, რომ აღარ დაიმატოთ. გამოიყენეთ შედარებით მცირე ზომის და მოცულობის თეფშები. ჯობს გავავსოთ მცირე თეფშ, ვიდრე ცოტა გვედოს დიდ თეფშზე - ასე „მოვატყუებთ“ ჯერ თვალს და მერე ტვინს.

წყალი

ეს სიცოცხლის წყაროა, იგი ამუშავებს მთელს ორგანიზმს და გამოდევნის ტოქსინებს. თუ არ გიყვართ წყალი ეცადეთ ჩაწუროთ რამდენიმე წვეთი ლიმონი ან ლაიმი.

მომზადება

ეცადეთ კერძები შინ მოამზადოთ. გამოიყენეთ ცოცხალი ინგრედიენტები. მწვანილეული და მწვანე ბოსტნეული ყველა კერძს სიჯანსაღეს და არომატებს მატებს. ბონუსად კალორიებს შეამცირებთ, რადგან მწვანე ბოსტნეულის დამატებით ულუფას მოცულობით გავზრდით, კალორიულობა კი მცირე ექნება.

უხორცოდ

კვირაში ერთი დღე მაინც თუ სრულად ამოვიღებთ ხორცს და ხორცპროდუქტებს,შევამცირებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის რისკს. ასევე ცნობილია, რომ ადამიანები, რომლებიც მეტ ბოსტნეულს და ნაკლებ ხორცს მიირთმევენ, ნაკლებს იწონიან.

გაითვალისწინეთ, რომ მკაცრი დიეტების დაცვა კვებითი აშლილობის საწინდარია!

ჯანმრთელობას გისურვებთ !

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system