თავში

როგორ ვიკვებოთ სწორად

როგორ ვიკვებოთ სწორად
როგორ ვიკვებოთ სწორად

არის რამოდენიმე ძირითადი კომპონენტი, რაზეც ვაგებთ ჩვენ საკუთარ წესსა და ყოველდღიურ რუტინას. ჩამოთვლილი სამი კომპონენტის დაბალანსებით ვაღწევთ შედეგს , რაც არის ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება.

3 ნაბიჯი ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად

 იკვებეთ ჯანსაღად და სვით წყალი;

მოიხსენით სტრესი;

ივარჯიშეთ;

სტრესის მოხსნა და ვარჯიში, ერთმანეთზეა მიბმული. სტრესის მოხსნის ყველას თავისი მეთოდი აქვს, მაგრამ ძილი და ფიზიკური აქტივობა უტყუარი საშუალებებია. ძილის ნაკლებობა პრობლემას უქმნის ჩვენს იმუნურ სისტემას, ასე რომ, ღამის  კარგ ძილს მოაქვს ჯანმრთელობა, ხსნის სტრესსაც და დილიდან კვების სწორი რეჟიმის აწყობასაც უწყობს ხელს.

არ უნდა დაგვავიწყდეს წყალი, რომელიც საუკეთესო დამატენიანებელია. უზმოზე ერთი ჭიქა წყალი კარგადაც აფხიზლებს.

რეკომენდაციები ჯანსაღი კვებისთვის:

რეგულარულად ვიკვებოთ და ჩვენს რაციონში შედიოდეს მარცვლოვანი კულტურები, ხილი და ბოსტნეული, უჯრედისი, შეზღუდული რაოდენობით ცხიმი, შაქარი და მარილი,- ეს არის ზოგადი რეკომენდაციები.

საკვების გადანაწილება უნდა მოხდეს ისე, რომ ორგანიზმმა მიიღოს საკვები ღირებულებით გაჯერებული ულუფა.

მნიშვნელოვანი კომპონენტია კვების გეგმა - ანუ რა პროდუქტები მივირთვათ ერთად და როგორ გადავანაწილოთ თეფშზე ულუფა.

ვიზუალურად ვყოფთ თეფშს ჯერ შუაზე. ერთ ნახევარზე ვათავსებთ დაბალკალორიულ ბოსტნეულს. მეორე ნახევარს ისევ ვყოფთ შუაზე. ერთ ნახევარს ვავსებთ ცხიმის დაბალი შემცველობის მქონე ცილოვანი საკვებით, ხოლო მეორეს - მარცვლოვანი ან სახამებლის შემცველი ბოსტნეულით.

როგორი საკვებით უნდა დაიტვირთოს ულუფა:

ბოსტნეული

განსხვავებული შეფერილობის ბოსტნეული განსხვავებულ საკვებ ღირებულებას ნიშნავს. შექმენით ცისარტყელა საკუთარ თეფშზე. მიირთვით ფოთლოვანი, მწვანე ბოსტნეული - ისპანახი, სალათის ფოთლები, წითელი ბოსტნეული - პომიდორი, წიწაკა; ხრაშუნა ბოსტნეული - ბროკოლი, სტაფილო, კიტრი, ნიახურის ღეროები მშვენიერია უმად მისართმევად. სახამებელი შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტის სახით - გოგრა, კარტოფილი, სიმინდი.

ცილები

მჭლე ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი - კანგაცლილი, კვერცხი, ლობიო, მუხუდო, თხილეული და სოიოს პროდუქტები. თევზის მიღება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ მაინც.

მარცვლეული

რეკომენდებულია მთლიანი, გადაუმუშავებელი მარცვლეული - ყავისფერი ბრინჯი, ქინოა, ბრინჯი ბასმათი, ბულგური. ზოგადად, პური, პასტა, შვრია, ბრინჯი, ჭვავი და სხვა მარცვლეული, სრულად ერთიანდება ამ კატეგორიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პროდუქტის დამუშავების შედეგად სულ მცირე ნახევარი სასარგებლო კვებითი ღირებულებისა იკარგება.

რძის პროდუქტი

არჩევანი გააკეთეთ დაბალ ცხიმიან პროდუქტზე - რძე, ყველი, უშაქრო იოგურტი. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, არჩევანი შეაჩეროთ ლაქტოზის გარეშე, ან სოიოს პროდუქციაზე.

ცხიმები

ცხიმს თავისთავად შეიცავს საკვები რომელსაც ვიღებთ, არამარტო ცილოვანი პროდუქტები, არამედ ბოსტნეულიც , მაგალითად ავოკადო ან თხილეული. ცალკე ცხიმის გამოყენებას რაც შეეხება საშუალოდ 50-60 გრ. ცხიმი გამოიყენეთ.

ხილი

ისევ ცისარტყელას დროა,- ანანასი და ბანანი ყვითელი ხილიდან, კენკროვანები - წითელი და ლურჯი ხილის სახით, მწვანე ვაშლი და კივი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system