თავში

როგორი იქნება დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ - კვლევა

როგორი იქნება დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ - კვლევა
როგორი იქნება დედამიწა 250 მილიონი წლის შემდეგ - კვლევა

NASA-ს გოდარდის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის სპეციალისტის, მაიკლ ვეის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, როგორი იქნება დედამიწა 250 მილიონ წელიწადში. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ჩვენს პლანეტაზე მიწის მასები ახალ სუპერკონტინენტს შექმნის. 

გარდა ამისა, იმ დროისთვის მზის ნათება კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო დედამიწა ბრუნვას შეანელებს. ჩვენს პლანეტაზე დღის ხანგრძლივობა 30 წუთით გაიზრდება.

მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა სიმულაციებმა  ორი შესაძლო სცენარი აჩვენა.პირველი სცენარის თანახმად, დედამიწის დაბალ განედებზე იარსებებს სუპერკონტინენტი - აურიკა, სუპერკონტინენტი დაბალ განედებზე, დედამიწაზე იარსებებს. ხოლო, მეორე ვერსიის თანახმად, 250 მილიონი წლის შემდეგ სუპერკონტინენტი ამასია მაღალ განედებზე გაჩნდება, ხოლო 200 მილიონი წლის შემდეგ - პატარა ანტარქტიდის ქვეკონტინენტი.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ამასიის მაღალმთიანი რეგიონები ხელს შეუწყობენ ყინულის მასების არმოქმნას. კაშკაშა თეთრი სუპერკონტინენტის კლიმატი ბოლო გამყინვარების მსგავსი იქნება. ხოლო, აურიკას კლიმატი უფრო ტროპიკული იქნება, საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსი ცელსიუსით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system