თავში

რომელ ქვეყნებშია ბედნიერების ინდექსი ყველაზე მაღალი?

რომელ ქვეყნებშია ბედნიერების ინდექსი ყველაზე მაღალი?
რომელ ქვეყნებშია ბედნიერების ინდექსი ყველაზე მაღალი?

ორგანიზაცია Gallup International-ის  კვლევის თანახმად, მსოფლიოში ბედნიერების ყველაზე მაღალი და დაბალი ინდექსის მქონე ქვეყნები დასახელდა. Report.ge-ს ცნობით, კვლევა სულ 44 ქვეყანაში ჩატარდა.  

ბედნიერების ყველაზე დაბალი დონის მქონე ქვეყნების ხუთეულში განა (+2), ავღანეთი (+9), ჰონგ-კონგი (+11), ერაყი (+17) და რუსეთი (+18) მოხვდა. რუსების 5%-მა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, 36%-მა კი უბრალოდ კმაყოფილი. უკმაყოფილო და ძალიან უკმაყოფილო იყო 17% და 6%. 

ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ტოპ ხუთეულში  კოლუმბია (+79), ყაზახეთი (+76), ალბანეთი (+74), მალაიზია (+73) და აზერბაიჯანი (+70) შედიან.

ბედნიერების ინდექსის კვლევას Gallup International-ი 1947 წლიდან აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system