თავში

რომელი ციური ფენომენის ნახვას შეძლებთ 2022 წელს?

რომელი ციური ფენომენის ნახვას შეძლებთ 2022 წელს?
რომელი ციური ფენომენის ნახვას შეძლებთ 2022 წელს?

2022 წელს 12 სავსე მთვარის, 12 მეტეორული წვიმის და 2 სუპერმთვარის ხილვას შეძლებთ. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ CNN წერს.

სავსემთვარეობის დღეებია:

17 იანვარი

16 თებერვალი

18 მარტი

16 აპრილი

16 მაისი

14 ივნისი

13 ივლისი

11 აგვისტო

10 სექტემბერი

9 ოქტომბერი

8 ნოემბერი

7 დეკემბერი

სუპერ მთვარე

სუპერმთვარე - ეს არის მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან, მის ელიფსურ ორბიტაზე. შედეგად, დედამიწადან მთვარე ზომაში ბევრად უფრო დიდი ჩანს. მისი დანახვა  2022 წლის ივნისსა და ივლისში იქნება შესაძლებელი.

მთვარის და მზის დაბნელება

წელს მთვარის ორი სრული და ორი ნაწილობრივი დაბნელების ნახვა იქნება შესაძლებელი.

30 აპრილი - მზის პირველი ნაწილობრივი დაბნელება, მისი დანახვა შესაძლებელი იქნება სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილის, წყნარი ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ანტარქტიდიდან.

15/16 მაისი - მთვარის სრული დაბნელება, რომელიც ხილული იქნება ევროპის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებლებისთვის.

25 ოქტომბერი - მზის მეორე ნაწილობრივი დაბნელება. მის დანახვას ევროპაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ აზიაში, ინდოეთსა და დასავლეთ ჩინეთში შეძლებთ.

8 ნოემბერი - მთვარის მეორე სრული დაბნელება.

მეტეორული წვიმა

იანვრის პირველ კვირას კვადრანტიდის მეტეორული წვიმის ხილვა იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, 2022 წელს შემდეგი მეტეორული წვიმებია მოსალოდნელი:

ლირიდა: 21-22 აპრილი

ეტა-აკვარიდები: 4-5 მაისი

სამხრეთ დელტა აკვარიდები: 29-30 ივლისი

ალფა თხის რქა: 30-31 ივლისი

პერსეიდები: 11-12 აგვისტო

ორიონიდები: 20-21 ოქტომბერი

სამხრეთ ტაურიდები: 4-5 ნოემბერი

ჩრდილოეთ ტაურიდები: 11-12 ნოემბერი

ლეონიდები: 17-18 ნოემბერი

ტყუპები: 13-14 დეკემბერი

ურსიდები: 21-22 დეკემბერი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system