თავში

რომელია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საყვარელი საჭმელი?

რომელია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საყვარელი საჭმელი?
რომელია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების საყვარელი საჭმელი?

მილიარდერების გემოვნება სამყაროსავით შეუცნობელია. ზოგიერთ მათგანს მდიდრული, ძვირადღირებული და იშვიათი კერძების ჭამა ანიჭებს სიამოვნებას, ზოგს კი სწრაფი კვება ყველაფერს ურჩევნია.

გაეცანით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უჩვეულო ახირებებს და ნახეთ, ვის რომელი საკვები/სასმელი უყვარს ყველაზე მეტად.

უორენ ბაფეტი 

Berkeshire Hathaway-ის გენერალური დირექტორის, უორენ ბაფეტის საყვარელი სასმელი ალუბლის არომატიანი კოლაა, ხოლო საჭმელებიდან ყველაზე მეტად ჩიზბურგერი უყვარს. ამასთან, იგი დღეში 5 ქილა კოლას სვამს და დილაობით ნაყინს მიირთმევს.

ბილ გეითსი 

Microsoft-ის დამაარსებელი, ბილ გეითსი უპირატესობას სწრაფ კვებას ანიჭებს. მისის საყვარელი დაწესებულება Burger master-ია. მისი საყვარელი სასმელი კი დიეტური კოლაა.

მარკ ცუკერბერგი

სოციალური ქსელი Facebook-ის დამაარსებელს გემოვნება სტუდენტობის პერიოდის მერე არ შეცვლია. ის ყოველთვის სწრაფი კვების ობიექტებში მიირთმევს. მისი საყვარელი საკვები ბეკონიანი ჰოთ-დოგია.

ჯეფ ბეზოსი

Amazon-ის ხელმძღვანელი კი ჯანსაღ საკვებს ანიჭებს უპირატესობას და ყოველთვის წინასწარ გაწერილი რეჟიმის მიხედვით იკვებება.

რიჩარდ ბრენსონი

Virgin Group-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ დღეში 20 ჭიქა ჩაის სვამს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system