თავში

რუსული რაკეტის ნამსხვრევები NASA-ს თანამგზავრს შეეჯახა

რუსული რაკეტის ნამსხვრევები NASA-ს თანამგზავრს შეეჯახა
რუსული რაკეტის ნამსხვრევები NASA-ს თანამგზავრს შეეჯახა

შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,  რუსული კოსმოსური რაკეტის ნამსხვრევები ჩინურ თანამგზავრს შეეჯახა. Report.ge-ს ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი NASA-მ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, კოსმოსური შეჯახება 2021 წლის მარტში მოხდა.

1996 წელს რუსეთმა კოსმოსში  რაკეტა Zenit-2 გაგზავნა, რომელიც კოსმოსურ ნამსხვრევებად იქცა და თანამგზავრებისთვის საშიშ სიტუაციას ქმნის. 2021 წლის მარტში რაკეტა ჩინურ ამინდის თანამგზავრს YunHai 1-02-ს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ჩინეთის თანამგზავრი ნაწილობრივ ჩამოინგრა და 37 ნამსხვრევი წარმოიქმნა. ოთხი მათგანი უკვე დაიწვა დედამიწის ატმოსფეროში. 

NASA-მ აღნიშნა, რომ ეს, 10 წლის განმავლობაში, ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტების ორბიტაზე პირველი შეჯახებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system