თავში

რვაფეხები, კალმარები და კიბორჩხალები ინტელექტუალური არსებები არიან

რვაფეხები, კალმარები და კიბორჩხალები ინტელექტუალური არსებები არიან
რვაფეხები, კალმარები და კიბორჩხალები ინტელექტუალური არსებები არიან

დიდ ბრიტანეთში ცხოველთა დაცვის ახალი კანონპროექტი განიხილება, რომელიც  კიბორჩხალებს, რვაფეხებს და ლობსტერებს მოიცავს. ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის ექსპერტების კვლევის თანახმად, ეს უხერხემლოები  მგრძნობიარე არსებები არიან და ტკივილისა და ტანჯვის განცდის უნარი აქვთ. ამის შესახებ სამეცნიერო გამოცემა New Atlas წერს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს, უზრუნველყოს ცხოველთა უფლებები და გაითვალისწინოს მათი გრძნობები. 

ექსპერტებმა განიხილეს რამდენიმე ასეული სამეცნიერო კვლევა უხერხემლოების ინტელექტის შესამოწმებლად. მეცნიერებმა მათი გონივრულობის დასადგენად  8 კრიტერიუმი შეიმუშავეს. 

 ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ცხოველებს შეუძლიათ განიცადონ ტკივილი, სიამოვნება, შიმშილი, წყურვილი, სითბო, სიხარული, კომფორტი და მღელვარება. 

კანონპროექტში ამ ცხოველების შეყვანა მეთევზეობასა და რესტორნების ინდუსტრიაზე ჯერჯერობით არ იმოქმედებს. ცვლილება უზრუნველყოფს, რომ მომავალში მეტი ყურადღება დაეთმოს ამ ცხოველების დაცვას. ხოლო, უკვე სამომავლოდ აიკრძალოს მსგავსი არსებების ცოცხლად მოხარშვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system