თავში

საათი, რომელიც ხელის ტემპერატურაზე მუშაობს

​საათი, რომელიც ხელის ტემპერატურაზე მუშაობს
საათი, რომელიც ხელის ტემპერატურაზე მუშაობს

მეცნიერებმა ახალი, თერმოელექტრონული საათი შექმნეს, რომელსაც ბატარეა, ან დენით დამუხტვა არ სჭირდება. პოლიეთილენამინისგან დამზადებული საათი ბეჭდის ან სამაჯურის სახით ხელზე მაგრდება. მასში თხევადი ლითონით ერთმანეთთან დაკავშირებული თერმოელექტრონული ჩიპებია ჩაშენებული.

სიარულის, ან სირბილის დროს ადამიანის სხეული ხურდება და სითბო გარეთ გამოიყოფა. საათში ჩამონტაჟებული თერმოელექტრონული გენერატორი, რომელიც ადამიანის სხეულთან მჭიდრო კონტაქტშია, იყენებს იმ სითბოს, რომელიც სხვა დროს ჩვეულებრივ გარემოში იფანტება.

მიკროგენერატორს ასევე 5 ვოლტამდე ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, რომელიც საათის ბატარეების სიმძლავრეზე გაცილებით მეტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system