თავში

სად და როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში

სად და როგორ მიმდინარეობს ინფიცირებულთა მკურნალობა საქართველოში

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური 8 352 შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 3 272 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 ადამიანი.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 352, საიდანაც: 3 272 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 638, აჭარაში - 242, იმერეთში - 640. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 697 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 49, იმერეთში - 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 2, იმერეთში - 24. 443 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 - თბილისში, 153 - აჭარაში, 23 - იმერეთში. 4 637 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 511 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 180, აჭარაში - 128, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 23 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 837 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 443 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 453 პირი, აჭარაში - 1 218, იმერეთში - 2 086", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 546 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 456-ით, ჯამში კი, 242 085-მდე გაიზარდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system