თავში

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 1 252 ფაქტი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, რეგიონების მიხედვით შემთხვევათა რაოდენობა ასე გადანაწილდა: აჭარა - 197, იმერეთი - 495, ქვემო ქართლი - 236, შიდა ქართლი - 158, გურია - 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 217, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 412 პირი, აჭარაში - 6 554, იმერეთში - 6 201.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system