თავში

სად მკურნალობენ კოვიდინფიცირებულები და როგორია მათი მდგომარეობა

სად მკურნალობენ კოვიდინფიცირებულები და როგორია მათი მდგომარეობა
სად მკურნალობენ კოვიდინფიცირებულები და როგორია მათი მდგომარეობა

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის აქტიური 5 910  შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 2 694 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აღსანიშნავია, რომ 589 პირს COVID -19 მძიმედ გადააქვს, მათგან 175 ადამიანი სუნთქვის აპარატზე იმყოფება.  2905 პირი მკურნალობის კურსს კი საცხოვრებელ სახლში გადის. 

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 910, საიდანაც: 2 694 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 338, აჭარაში - 192, იმერეთში - 513. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში - 263, აჭარაში - 45, იმერეთში - 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში- 2, იმერეთში - 13. 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 - თბილისში, 94 - აჭარაში, 12 - იმერეთში. 2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 110

სულ 6 ოქტომბრიდან - 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 179 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 423 პირი, აჭარაში - 815, იმერეთში - 1 507," - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 11 პაციენტიგარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system