თავში

საფრანგეთი 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასო გახდა

საფრანგეთი 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასო გახდა
საფრანგეთი 25 წლამდე ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასო გახდა

2022 წლის 1 იანვრიდან, საფრანგეთის ხელისუფლებამ 18-დან 25 წლამდე ასაკის ქალებისთვის კონტრაცეპტივები უფასო გახადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა  არასრულწლოვანთათვის პროგრამას აფართოებს, რომელიც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  2021 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ახალგაზრდა ქალები ხშირად უარს ამბობენ კონტრაცეფციის გამოყენებაზე ფინანსური მიზეზების გამო. საფრანგეთის ხელისუფლების შეფასებით, პროგრამით სამი მილიონი ქალი ისარგებლებს.

"2022 წლიდან „ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემა დაფარავს კონტრაცეფციისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ხარჯებს (წლიური კონსულტაცია ექიმთან ან ბებიაქალთან და ბიოლოგიური ტესტები) წინასწარი გადასახადის გარეშე“, - ნათქვამია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system