თავში

საფრანგეთმა Merck-ის კოვიდ აბებზე უარი განაცხადა

საფრანგეთმა Merck-ის კოვიდ აბებზე უარი განაცხადა
საფრანგეთმა Merck-ის კოვიდ აბებზე უარი განაცხადა

საფრანგეთის ხელისუფლებამ Merck-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის "მოლნუპირავირის" შეკვეთები გააუქმა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეპარატმა კორონავირუსის წინააღმდეგ ძალიან დაბალი ეფექტურობა აჩვენა.

ამრიგად, საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ Merck-ის პრეპარატის გამოყენებაზე უარს ამბობს. 

ნოემბრის ბოლოს, Merck-მა განაცხადა, რომ მათი პრეპარატი მხოლოდ 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და კოროვირუსული ინფექციით სიკვდილის რისკს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო იმედებს Pfizer-ის კორონავირუსის სამკურნალო აბებზე ამყარებს. 

ცნობისთვის, ბოლო კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბი, რომელიც Pfizer-მა შექმნა, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. Pfizer იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეძლებს, შესთავაზოს აბი სახელწოდებით Paxlovid, რათა ადამიანებმა მისი გამოყენება სახლის პირობებში შეძლონ.

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების გადაუდებელ შემთხვევებში ადრეულ ეტაპებზე გამოყენების ნებართვა გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system