თავში

საქართველოს ჯანდაცვის უწყება მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ იმსჯელებს

საქართველოს ჯანდაცვის უწყება მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ იმსჯელებს
საქართველოს ჯანდაცვის უწყება მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ იმსჯელებს

მოგზაურობის შეზღუდვის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის უწყება ხვალ იმსჯელებს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ისაუბრა. 

"პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა. ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკი მაღალია. ზოგადად შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი. ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, აეროპორტებში შემოსული ყველა მგზავრის შემოწმება თერმული სკრინინგით სავალდებულო არ არის, მოწმდება ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ტრანზიტული თუ პირდაპირი რეისებით. ასევე მგზავრებს ურიგდებათ ბუკლეტები, სადაც მითითებულია ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცნენ  ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system