თავში

სახის სკანირება ჩინეთში სავალდებულო გახდა

სახის სკანირება ჩინეთში სავალდებულო გახდა
სახის სკანირება ჩინეთში სავალდებულო გახდა

BBC - ის ცნობით, ახალი მობილური ტელეფონის ყიდვისას ჩინეთში სახის სკანირების სავალდებულო პროცედურის გავლა სავალდებულო გახდა. ახალი წესის ამოქმედება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა. რეგულაცია ძალაში 1 დეკემბრიდან შევიდა. 

როგორც ჩინეთის ხელისუფლება განმარტავს, რეგულაციის მიზანი კიბერუსაფრთოების მაქსიმალურად გაზრდა და კიბერსივრცეში მოქალაქეთა უფლებების დაცვაა. 

ცნობისთვის, ჩინეთში ადღემდე მოქმედი წესით, მოქალაქე ახალი ტელეფონის შეძენისას, ან თუნდაც მობილური კავშირის ოპერატორის შეცვლისას, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ფოტო უნდა წარედგინა. ახალი რეგულაცით, სახის სკანირებაა სავალდებულო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system