თავში

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კოვიდპაციენტებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიაპაციენტებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კოვიდპაციენტებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უფასო ონლაინ კონსულტაციას სთავაზობს. 

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ასოციაციასთან დაკავშირება ვებ-გვერდის საშუალებით შეუძლიათ. მათ ექიმი ონლაინ დაეკონტაქტებათ. საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლებელია სატელეფონო კომუნიკაციაც. 

ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია 15 ექიმ სპეციალისტის ონლაინ კონსულტაციის მიღება. პროექტში შემდეგი 18 დარგობრივი ასოციაცია. 

პაციენტებს შეეძლებათ ონლაინ დააფიქსირონ თავიანთი მონაცემები, შეარჩიონ მათთვის საჭირო სპეციალობა და წერილობით დასვან შეკითხვა. დარგობრივი ასოციაციის ექსპერტები პაციენტების კითხვებს 24 საათის განმავლობაში წერილობითვე უპასუხებენ. ხოლო საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ტელეფონითაც დაუკავშირდებიან. გაერთიანების აღმასრულებელი მდივნის არჩილ მორჩილაძის განცხადებით, საწყის ეტაპზე სისტემა საცდელ რეჟიმში იმუშავებს, პაციენტების შეკითხვებზე პასუხებს დარგობრივი ასოციაციის ექსპერტები მორიგეობით გასცემენ, რათა არ მოხდეს სისტემის გადატვირთვა”,- ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system