თავში

სამხრეთ სუდანელი ადუთ აკეჩი წლის საუკეთესო მოდელად აღიარეს - PHOTO

სამხრეთ სუდანელი ადუთ აკეჩი წლის საუკეთესო მოდელად აღიარეს - PHOTO
სამხრეთ სუდანელი ადუთ აკეჩი წლის საუკეთესო მოდელად აღიარეს - PHOTO

Fashion Awards 2019-ის დაჯილდოების ცერემონიაზე წლის მოდელად სამხრეთ სუდანელი-ავსტრალიელი ადუთ აკეჩი აღიარეს. 19 წლის მოდელი წითელ ხალიჩაზე Valentino-ს შეკერილი მწვანე კაბით მივიდა.   პრიზის მიღების შემდეგ მოდელმა მოდის სამყაროში ინკლუზიურობის ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ის ფაქტი, რომ ჯილდო ჩემნაირ გოგოს ერგო, იშვიათი მოვლენაა და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს თავისი შესაძლებლობების უნდა სჯეროდეთ და კარიერული მიზნების მიღწევისთვის იბრძოლონ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს მოდა, კინოინდუსტრია თუ მედიცინა“, - განაცხადა აკეჩმა.

გასულ წელს „წლის მოდელის“ ტიტული სინდი კროუფორდის შვილს, 17 წლის კაია გერბერს ერგო.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system