თავში

Science: იმუნიტეტი COVID-19-ის მიმართ 5 თვემდე ნარჩუნდება

Science: იმუნიტეტი COVID-19-ის მიმართ 5 თვემდე ნარჩუნდება
Science: იმუნიტეტი COVID-19-ის მიმართ 5 თვემდე ნარჩუნდება

სამედიცინო გამოცემა The Science-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ანტისხეულები 5 თვემდე ნარჩუნდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანის ორგანიზი COVID-19-ის მიმართ იმუნიტეტს სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს.

ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსით ინფიცირებისას ვირუსის საპასუხოდ იმუნური ნაერთების არმიას გამოიმუშავებს. ზოგიერთი მათგანი შედარებით სუსტია და ორგანიზმში მცირე ხნით რჩება, თუმცა, ანტისხეულების გარკვეული ჯგუფი ადამიანის სისხლში 5 თვემდე ცოცხლობს.

ანტისხეულებს, რომელიც ვირუსის მიმართ იმუნიტეტს განაპირობებს, COVID-19 ინფექციებისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების 90% ინარჩუნებს.  

”მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კვლევის თანახმად, ანტისხეულები სწრაფად ქრება, ჩვენ საპირისპირო დავადგინეთ. ინფიცირებულთა 90%-ზე მეტი ანტისხეულებს რამდენიმე თვის განმავლობაში ინარჩუნებს, რომელიც ვირუსის გასანეიტრალებლად საკმარისად ძლიერია" , - ვკითხულობთ კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system