თავში

სეზონური გრიპის გამო რამდენიმე კლინიკა სამუშაო საათებს გაზრდის

​სეზონური გრიპის გამო რამდენიმე კლინიკა სამუშაო საათებს გაზრდის
სეზონური გრიპის გამო რამდენიმე კლინიკა სამუშაო საათებს გაზრდის

თბილისში, პირველადი ჯანდაცვის 3 დაწესებულება „მორიგე“ რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ Report.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, გადაწყვეტილება სეზონური გრიპის შემთხვევათა სწორი მართვის, შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფისა და პაციენტთათვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მიიღეს.

„პაციენტებს დილის 10 საათიდან 22 საათამდე, ხოლო შაბათ დღეს 10 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურებიან შემდეგი დაწესებულებები:

„საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ - წინამძღვრიშვილის ქ. N57;

„მედკაპიტალი“ - გლდანის ფილიალი - გლდანი, გამარჯვების ქ. 1 (ი. ვეკუას ქ. 18)

„მედკაპიტალი“ - ვარკეთილის ფილიალი - ისანი-სამგორის რაიონი, მოსკოვის გამზ. 4 კვ. 3 კორპ“, - აცხადებენ სამინისტროში.

აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა სატელეფონო კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

ჯანდაცვის უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ოჯახის ექიმს იმ კლინიკაში, სადაც რეგისტრაცია აქვთ გავლილი.

მოქალაქეებს 18:00 საათიდან,სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად,შეუძლიათ „მორიგე“ რეჟიმზე მყოფ კლინიკებსაც მიმართონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system