თავში

შეიძლება თუ არა უზმოზე ვარჯიში

შეიძლება თუ არა უზმოზე ვარჯიში
შეიძლება თუ არა უზმოზე ვარჯიში

უზმოზე ვარჯიში გვეხმარება ცხიმის დაწვაში ?! ამ მოსაზრებას ბევრი მომხრეც და მოწინააღმდეგეც ჰყავს. მოდით გავეცნოთ ამ მოსაზრების საფუძველს.

უზმოზე ვარჯიშის თეორიის თანახმად - ამ დროს ორგანიზმის ენერგიის წყარო ხდება არსებული ცხიმებისა და ნახშირწყლების მარაგი, რაც თავისთავად უნდა ნიშნავდეს ცხიმის რაოდენობის შემცირებას. ხოლო თუ საკვებს ვიღებთ და შემდეგ ვვარჯიშობთ, მაშინ ორგანიზმი წვავს ენერგიას, რომელიც ამ საკვებიდან მივიღეთ. არსებობს მოკლევადიანი კვლევები, რომლის მიხედვითაც, მამაკაცებში უზმომზე ვარჯიშის შედეგად შემცირდა ცხიმის ფენაც და დღიურად მოხმარებული კალორიების რაოდენობაც, ხოლო ქალბატონებში არანაირი მნიშვნელოვანი სხვაობა არ დაფიქსირებულა. კვლევები შედეგზე ხანგრძლივ პერსპექტივაში ჯერ არ არსებობს.

რაც ნამდვილად ცნობილია, გარდა ცხიმების და ნახშირწყლების მარაგისა, უზმოზე ვარჯიში ასევე გახარჯავს ჩვენს სხეულში არსებულ ცილას. ცილა ანუ პროტეინი კი საჭიროა კუნთის მასისთვის. და ასევე გასათვალისწინებელია, რომ უზმოზე ვარჯიშისას ცხიმის წვა არ არის ორგანიზმში არსებული ცხიმის წვის პროპორციული. რადგან თუ ჩვენი სხეული „საწვავად“ ცხიმს იყენებს, შემდეგ მას აღიდგენს კიდევაც, რადგან ის გრძნობს საშიშროებას და იკეთებს მარაგს „გადარჩენისთვის“.

კალორიების წვა კარდიო ვარჯიშისას, უზმოზეც და დანაყრებულზეც ერთნაირია. ხოლო სისუსტე უზმოზე ვარჯიშისას კი ხელს გვიშლის ინტენსიურად ვივარჯიშოთ, ანუ ვწვავთ ნაკლებ კალორიას.

ზოგადი წესი ასეთია: თუ ჩვენ ვწვავთ ნახშირწყლებს ვარჯიშისას, ვარჯიშის შემდეგ იწვება ცხიმები, და პირიქით.

ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია მონაცვლეობა. კვირაში ორჯერ უზმოზე ვარჯიში, ისიც ნაკლებად დატვირთულ დღეებში. თავად მიხვდებით რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო მისაღები. მთავარია გაიაზროთ, რომ მშიერზე ვარჯიშს უკეთესი შედეგი არ მოაქვს. დილას ვარჯიშისას რთულია მოასწრო სრულფასოვანი კვება, გააკეთო საჭირო შუალედი და შემდეგ დღის გეგმასაც არ ჩამორჩე. ამიტომ, მცირე წასახემსებელი ან სულ რამდენიმე კოვზი საუზმის ულუფიდან უკვე მეტ ენერგიას გვაძლევს.

ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system