თავში

შექმნილია ფოლადი, რომელიც კორონავირუსის 99.9%-ით ანადგურებს

შექმნილია ფოლადი, რომელიც კორონავირუსის 99.9%-ით ანადგურებს
შექმნილია ფოლადი, რომელიც კორონავირუსის 99.9%-ით ანადგურებს

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა უჟანგავი ფოლადი შეიმუშავა, რომელიც კორონავირუსის ინფექციას რამდენიმე საათში ანეიტრალებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შემუშავებულ შენადნობს შეუძლია კორონავირუსი 99,75%-ით - სამ საათში, ხოლო 99,99%-ით ექვს საათში გაანადგუროს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა კომპანიებთან. სამომავლოდ იგეგმება, რომ ახლად შექმნილ მეტალს ლიფტის ღილაკების, კარის სახელურების, მოაჯირების და სხვა ყველაზე დაინფიცირებადი ზედაპირების შესაქმნელად გამოიყენებენ.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ თუ  ფოლადი ეფექტური აღმოჩნდა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფექციის გავრცელებას და საზოგადოებრივი ადგილების რეგულარული დეზინფექციის ხარჯებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system