შიზოფრენიის დროს COVID-19-ით გარდაცვალების რისკი 2,7-ჯერ იზრდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები აშშ-დან. მათი კვლევის შესახებ ჟურნალ JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნდა.
სპეციალისტებმა 26 540 პაციენტის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს და გაანალიზეს, რომელთა შორისაც 7348 ადამიანი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.
აღმოჩნდა, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების გარდაცვალების რისკი კორონავირუსით ინფიცირების დროს, შესაძლოა 2,7-ჯერ მაღალი იყოს.