თავში

სმარტფონის გამოყენება მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ვნებს?

სმარტფონის გამოყენება მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ვნებს?
სმარტფონის გამოყენება მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას არ ვნებს?

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, სმარტფონების გამოყენებასა და მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირი  არ დადასტურდა. ეს ეწინააღმდეგება პოპულარულ მტკიცებას, რომ სმარტფონები და სოციალური მედია ახალგაზრდებზე მავნე ზეგავლენას ახდენს. წერს გამოცემა BBC.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 10-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის 430 000-ზე მეტმა ბავშვმა და მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა 1991 წლიდან დაიწყო და გასული 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ტელევიზიისა და სოციალური მედიის გავლენით დეპრესიის გამოვლინება შემცირდა. 

”2010 და 2019 წლებში სოციალური მედიის გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვერ ვპოულობდით”, - თქვა კვლევის თანაავტორმა, პროფესორმა ენდრიუ პრებიბილსკიმ

ამავე დროს, პროფესორმა აღნიშნა, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია. მისი თქმით, საჭიროა უფრო გამჭვირვალე თანამშრომლობა მეცნიერებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system