თავში

SpaceX-ის რაკეტა ოკეანეში ჩავარდა

SpaceX-ის რაკეტა ოკეანეში ჩავარდა
SpaceX-ის რაკეტა ოკეანეში ჩავარდა

SpaceX-მა წარმატებით გაუშვა მისი მეხუთე რაკეტა, რომელმაც კოსმოსური ინტერნეტის, Starlink-ის თანამგზავრები ორბიტაზე განათავსა. სამწუხაროდ, კოსმოსური მოგზაურობა ცუდად დასრულდა რა­კე­ტა-მა­ტა­რე­ბე­ლ, Falcon 9 -ისთვის. 

Falcon 9, წესით დასაშვებ პლატფორმა გემ სახელად, "რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარზე" უნდა დაშვებულიყო, თუმცა რა­კე­ტა-მა­ტა­რე­ბე­ლი გემს აცდა და ოკეანეში ჩაეშვა. 

SpaceX-მა საკმაოდ დახვეწა მისი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების ტექნოლოგია, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევები მაინც ხდება. ეს ილონ მასკის კომპანიის პირველი მარცხი არ ყოფილა. 2018 წელს გაშვებულ რაკეტას ზუსტად იგივე ბედი ეწია და ისიც ოკეანეში ჩავარდა. წინა აპრილს კი, კომპანიამ წარმატებით დააბრუნა კოსმოსიდან Falcon-ის სამი მძიმე რაკეტა-მატარებელი, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ტრანსპორტირებისას წაიქცა და ისიც ოკეანეში აღმოჩნდა. 

წყარო: Engadget

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system