თავში

SpaceX-მა კოსმოსში ადამიანის კუნთოვანი უჯრედები გაგზავნა

SpaceX-მა კოსმოსში ადამიანის კუნთოვანი უჯრედები გაგზავნა
SpaceX-მა კოსმოსში ადამიანის კუნთოვანი უჯრედები გაგზავნა

SpaceX-მა, დაბერების პროცესის შესასწავლად, კოსმოსში  კუნთოვანი უჯრედების ნიმუშები გაგზავნა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Insider წერს.

პროექტს დიდი ბრიტანეთის ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი MicroAge აწარმოებს. მათ ამოცანას ლაბორატორიაში გაზრდილი კუნთოვანი უჯრედების ნიმუშების კოსმოსურ სადგურზე Falcon 9-ის რაკეტით გაგზავნა წარმოადგენდა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ნულოვან გრავიტაციაში ასტრონავტების კუნთები სწრაფად ატროფირდება. მეცნიერებს სურთ შეადარონ კუნთოვან ქსოვილზე გრავიტაციის არარსებობის ეფექტი მისი დასუსტების პროცესს დედამიწაზე. 

ბრინჯის ზომის უჯრედის ნიმუშები განთავსდება პატარა 3D ბეჭდურ კონტეინერებში. მას შემდეგ, რაც უჯრედები სადგურზე გაიგზავნება, ისინი ელექტრული იმპულსების ზემოქმედებას დაექვემდებარება.

უჯრედები  კენედის კოსმოსურ ცენტრში ხელოვნურად გაზარდეს.  ნიმუშები  დედამიწაზე იანვარში დაბრუნდება. პროექტს დიდი ბრიტანეთის კოსმოსური სააგენტო აფინანსებს - ამისთვის უნივერსიტეტს დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარი გამოეყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system