თავში

SpaceX-მა კოსმოსში Starlink-ის კიდევ 49 თანამგზავრი გაუშვა

SpaceX-მა კოსმოსში Starlink-ის კიდევ 49 თანამგზავრი გაუშვა
SpaceX-მა კოსმოსში Starlink-ის კიდევ 49 თანამგზავრი გაუშვა

SpaceX-მა კოსმოსში  Starlink-ის 49 თანამგზავრით დატვირთული Falcon 9 გადამზიდი გაუშვა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ განცხადება SpaceX-ის twitter-ზე გამოქვეყნდა.

გაფრენა ფლორიდიდან, ჯონ კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდა. 

ილონ მასკის კომპანია ორბიტაზე თანამგზავრების რაოდენობით მსოფლიო ლიდერია. ახლა დედამიწის ორბიტაზე Starlink-ის 1000-ზე მეტი თანამგზავრია განთავსებული.  რამდენიმე წელიწადში მათი რიცხვი 42 ათასამდე უნდა გაიზარდოს. 

Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის ბეტა ტესტერებმა აჩვენა, რომ ინტერნეტის საშუალო სიჩქარეა 150 მბ/წმ.

შეგახსენებთ, Starlink-ის ინტერნეტი ფართო მასშტაბით ხელმისაწვდომი 2021 წლის სექტემბრიდან იწყება.

SpaceX-ის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფა იქნება.

მასკის განცხადებით, მისი მიზანია, უახლოეს ხანებში Starlink-მა ინტერნეტი მიაწოდოს დედამიწის ისეთ რეგიონებს, სადაც ინტერნეტი აქამდე არასოდეს ყოფილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system