თავში

სუნთქვითი ვარჯიშები COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების რეაბილიტაციას აჩქარებს

სუნთქვითი ვარჯიშები COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების რეაბილიტაციას
სუნთქვითი ვარჯიშები COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულების რეაბილიტაციას აჩქარებს

"სუნთქვით ვარჯიშებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია", - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ემინ სკანერი.

ექსპერტების აზრით, სუნთქვით ვარჯიშებს ჩვენი, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. სუნთქვითი ტექნიკა, რომელიც ნელ და ღრმა სუნთქვას გულისხმობს, აუმჯობესებს იმუნიტეტს, ძილის რეჟიმს, საჭმლის მომნელებელ და სასუნთქ  სისტემებს, არეგულირებს წნევას და ამცირებს შფოთვას. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ სუნთქვითი ვარჯიშები ძალიან სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც COVID-19-ისგან განიკურნა, თუმცა სუნთქვის პრობლემები კვლავ აღენიშნება. სკანერი წერს, რომ საზოგადოების ყურადღება სწორ სუნთქვაზე დიდწილად გაიზარდა კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სამ წლამდე ასაკის ბავშვები ნელა და ღრმად სუნთქავენ, თუმცა ზრდასთან ერთად, სტრესისა და მაღალი დატვირთვის გავლენის ქვეშ, ისინი სწრაფ და არაღრმა სუნთქვაზე გადადიან. აღნიშნულ საკითხზე სამეცნიერო კვლევები ჯერჯერობით არც ისე მრავალრიცხოვანია. ამავე დროს, მეცნიერების მოსაზრებით, ნელ და ღრმა სუნთქვაზე გადასვლისას ადამიანის ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები იცვლება და სტრესის ჰორმონის დონე საგრძნობლად მცირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system