თავში

ტაილანდში სპილო მანქანის სახურავზე გაიშხლართა

ტაილანდში სპილო მანქანის სახურავზე გაიშხლართა
ტაილანდში სპილო მანქანის სახურავზე გაიშხლართა

ტაილანდის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში გარეული სპილო გზაზე გამოვიდა, ტურისტების მანქანასთან მივიდა და ჯერ ავტომობილის წინა ნაწილზე ჩამოჯდა, შემდეგ კი წინა ფეხებით საბარგულს გადააბიჯა და სახურავზე გაიშხლართა. შესაბამის ვიდეოს გაზეთი Bangkok Post ავრცელებს.

35 წლის სპილომ სახელად „დია“, რომელიც ეროვნული პარკის ბინადარია, ავტომობილი საკმაოდ სერიოზულად დააზიანა, თუმცა მძღოლისა და მგზავრებისთვის არაფერი დაუშავებია.

მანქანის მძღოლმა ავტომობილი ფრთხილად დაძრა და სპილოს თავი დააღწია. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system