თავში

ტარაკანი მამაკაცს ყურში შეუძვრა და იქ კვერცხები დადო

ტარაკანი მამაკაცს ყურში შეუძვრა და იქ კვერცხები დადო
ტარაკანი მამაკაცს ყურში შეუძვრა და იქ კვერცხები დადო

24 წლის მამაკაცმა, რომელიც ჩინეთში ცხოვრობს, ექიმებს ყურის მწვავე ტკივილით მიმართა. მან მედიკოსებს განუცხადა, რომ ნათესავებს ყურში ჩახედვა სთხოვა და მათ იქ მწერი დაინახეს.

მედიკოსებმა მამაკაცი დაათვალიერეს და არასახარბიელო დიაგნოზი დაუსვეს. მის ყურში ერთი ზრდასრული ტარაკანი და მისი 10 ნაშიერი დასახლდნენ.

ექიმებმა მწერები პინცეტის მეშვეობით ამოიღეს, პაციენტს ანტიბიოტიკები გამოუწერეს და სახლში გაწერეს.

თავად მამაკაცი თვლის, რომ ტარაკნები მის ყურში მისი მავნე ჩვევის გამო გაჩნდნენ. საქმე ისაა, რომ მას ლოგინში ჭამა უყვარს და ხშირად საკვების ნაწილებზე იძინებს კიდეც. სწორედ ამ ნარჩენები მიიზიდა მწერი, რომელმაც საცხოვრებლად შემდეგ მისი ყური აირჩია და იქ გამრავლდა კიდეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system