თავში

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 19 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 19 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 19 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს

"19 პაციენტს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და ყველა პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც ნიშნავს რომ მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ",-ამის შესახებ ჟურნალისტებთან ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტი რჩება. რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ერთ-ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც შედარებით მძიმე იყო, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"გუშინ 19 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა და კვლავ 19 პაციენტთან პასუხი უარყოფითი იყო. ამ ეტაპზე ჩვენთან წევს 44 პაციენტი. ამ 19 პაციენტის მიღებული პასუხებიდან ხდება შეფასება საკარანტინო სივრცეში მათი გადაყვანის შესახებ და ეს პროცესი გაგრძელდება. გარდა ამისა, შემოვიდა 7 ახალი პაციენტი, რომელთანაც მოხდება ტესტის აღება კორონავირუსზე და დღის მეორე ნახევარში მათი მდგომარეობაც იქნება ცნობილი.

დილის მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. იმ პაციენტის, რომელიც შედარებით მძიმედ იყო, მდგომარეობა სტაბილურია. ტემპერატურა აღარ აცილებია 37.7-ს. უნდა ველოდოთ მისი მდგომარეობის თანდათანობით გაუმჯობესებას,"- განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 58 პირი რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system