თავში

The Economist-მა წლის ქვეყანა დაასახელა

​The Economist-მა წლის ქვეყანა დაასახელა
The Economist-მა  წლის ქვეყანა დაასახელა

The Economist-მა იტალია წლის ქვეყნად დაასახელა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას The Economist ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნულ ჯილდოს იმ ქვეყანას ანიჭებს, რომელიც მისი ექსპერტების აზრით წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუმჯობესდა. 

გამოცემამ იტალიის წლის ქვეყნად დასახელებისას ხაზი გაუსვა დრაგის მიერ გატარებულ რეფორმებსა და პრემიერის ლიდერულ თვისებებს. The Economist-ი მას "კომპეტენტურ, მთელ მსოფლიოში პატივცემულ პრემიერ-მინისტრს" უწოდებს.

იტალიის კოვიდ ვაქცინაციის მაჩვენებელი შეფასებულია, როგორც  "ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპაში", მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 წელს ასაკს გადაცილებული პირების თითქმის 88,37%-მა უკვე მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, 85%-ზე მეტი კი სრულადაა აცრილი. 

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ იტალიის ეკონომიკა "უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე საფრანგეთისა და გერმანიის".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system