თავში

ტიბეტში, ყინულის ქვეშ, 28 ახალი ვირუსი აღმოაჩინეს

ტიბეტში, ყინულის ქვეშ, 28 ახალი ვირუსი აღმოაჩინეს
ტიბეტში, ყინულის ქვეშ, 28 ახალი ვირუსი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ტიბეტის მყინვარებიდან აღებულ ნიმუშებში 33 ვირუსის გენეტიკური კოდები აღმოაჩინეს, მათგან 28 აქამდე არსებულ რომელიმე ტიპს არ შეესაბამება. წერს სამეცნიერო გამოცემა New Atlas.

მყინვარები ვირუსებსა და ყინვაგამძლე ბაქტერიებს საუკუნეების განმავლობაში ინახავენ. დროთა განმავლობაში, მეცნიერებს საშუალება ეძლევათ ყინულის ფენები გაბურღონ და მის ქვეშ არებული უცნობი სამყარო შეისწავლონ, რათა გაეცნონ  ინფორმაციას უძველესი კლიმატის, ატმოსფეროსა და უძველესი ადამიანების ცხოვრებას.

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევის ფარგლებში, ტიბეტის პლატოზე არსებული 14 400 წლის ყინულის გაბურღეს, რის შედეგადაც აქამდე უცნობი 28 ვირუსი აღმოაჩინეს.

”ეს არის ვირუსები, რომლებსაც ექსტრემალურ პირობებშიც კი შეუძლიათ გადარჩენა”, - აცხადებს მათე სალივანი, კვლევის თანაავტორი. 

მკვლევარების თქმით, უძველესი მიკრობების უკეთ შესწავლა მეცნიერებს დაეხმარება უკეთ გააცნობიერონ  ევოლუციური ისტორია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system