თავში

ტიკარაძე: “რემდესივირის” გამოყენება მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება

ტიკარაძე: “რემდესი გამოყენება მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება
ტიკარაძე: “რემდესივირის” გამოყენება მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ “რემდესივირის” გამოყენება არა ექსპერიმენტული, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი მიდგომა იქნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, კლინიკური კვლევის პრეპარატიც ფასიანია და სწორედ ამიტომ სახელმწიფო პრეპარატში თანხას იხდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდანაც, როდესაც პირველად დაიდო “რემდესივირზე” რეკომენდაცია, მაშინაც სახელმწიფოს უნდა შეეძინა ეს პრეპარატი. ისევე როგორც ძალიან ბევრი ვაქცინა დღეს არის კლინიკური კვლევის, თუმცა ბევრ ქვეყანას, რომელიც ამ კვლევაში მონაწილეობს, აქვს ფინანსური შენატანები. ეს იქნება არა ექსპერიმენტული მიდგომა პაციენტებზე, არამედ მეცნიერებაზე დაყრდნობილი. მხოლოდ იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც იქნება საუკეთესო გამოსავალი”,- განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system