თავში

წარმატებული ექსპერიმენტი - ღორის თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს

წარმატებული ექსპერიმენტი - ღორის თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს
წარმატებული ექსპერიმენტი - ღორის თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს

ნიუ -იორკის უნივერსიტეტის NYU Langone Health-ის მეცნიერებმა, გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის სხეულიდან თირკმელი ადამიანს პირველად გადაუნერგეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ექსპერიმენტი თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პირზე ჩატარდა. მართალია, ოპერაციის დაწყებისას ადამიანის ტვინი უკვე მკვდარი იყო, თუმცა  სხვა ორგანოები განაგრძობდნენ ფუნქციონირებას, რის გამოც ითვლება, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 

სამი დღის განმავლობაში ახალი თირკმელი ქალის სისხლძარღვებს სხეულის გარედან მიუერთეს, რამაც შესაძლებელი გახადა ორგანოს ფუნქციონირების უკეთ დაკვირვება. მკვლევარების თქმით, თირკმელმა  ყველა საჭირო ფუნქცია შეასრულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system