თავში

წარმოადგენს თუ არა ასტეროიდი აპოფისი დედამიწისთვის საფრთხეს?

წარმოადგენს თუ არა ასტეროიდი აპოფისი დედამიწისთვის საფრთხეს?
წარმოადგენს თუ არა ასტეროიდი აპოფისი დედამიწისთვის საფრთხეს?

NASA-ს მეცნიერებმა ასტეროიდი აპოფისი 2004 წელს აღმოაჩინეს და იგი დედამიწისათვის საშიშ ასტეროიდთა ჯგუფს მიაკუთვნეს. 

ამ ასტეროიდმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს დედამიწას, თუ იგი ჩამოვარდება. თუმცა, NASA-ს გამოთვლებით, 2029 წელს, როდესაც იგი დედამიწას უმოკლეს დისტანციაზე მოუახლოვდება,  კოსმოსური ობიექტი ჩვენს პლანეტას არ შეეჯახება.

2020 წელს მეცნიერებმა უფრო დეტალურად გამოთვალეს აპოფისის ფრენის ტრაექტორია და დაადგინეს, რომ 2068 წლისთვის ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე არსებობს. მეცნიერთა გამოთვლებით, ასტეროიდი აჩქარდა არაჰომოგენური გამოსხივების გამო, რომელიც მოქმედებს როგორც სუსტი, მაგრამ მუდმივი ძრავა. 

2021 წელს ასტრონომებმა კიდევ უფრო დეტალური ანალიზის ჩატარება შეძლეს. შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ 2068 წელს აპოფისის დედამიწასთან შეჯახების საფრთხე არ არსებობს - ამის შანსი ძალიან უმნიშვნელოა. თუმცა, არსებობს მისი დედამიწის სტაციონალურ თანამგზავრებთან შეჯახების რისკი. ასტრონომების აზრით, ასეთი ალბათობა ნამდვილად არსებობს, ვინაიდან აპოფისი გადაკვეთს დედამიწის ორბიტას.

ასტეროიდ აპოფისის (99942)  დიამეტრი დაახლოებით 400 მეტრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system