თავში

წელს რობოტი სოფიას მასობრივი წარმოება იწყება

წელს რობოტი სოფიას მასობრივი წარმოება იწყება
წელს რობოტი სოფიას მასობრივი წარმოება იწყება

კორპორაცია Hanson Robotics წლის ბოლომდე რობოტი სოფიას  ათასობით ასლის გამოშვებას გეგმავს. სოფიასთან ერთად, კიდევ სამი რობოტი შევა მასობრივ წარმოებაში.

Hanson Robotics მიიჩნევს, რომ ახლა შესანიშნავი დროა სოფიას მასობრივ რობოტად გადაქცევისთვის.

”COVID-19-ის პერიოდში, მსოფლიოს დასჭირდება მეტი რობოტი, რათა ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ”,-ამბობს აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ჰენსონი.

რობოტ სოფიას ანთროპომორფული გარეგნობა და ადამიანის მსგავსი ქცევა აქვს. სოფია არის სოციალური რობოტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სპეციალურად შეიქმნა ადამიანებთან ურთიერთობისათვის. მაგალითისათვის, სოციალური რობოტი სახელად მილო ეხმარება აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს, ამოიცნონ და გამოხატონ თავიანთი ემოციები.

Hanson Robotics Limited არის ჰონგ-კონგში დაფუძნებული საინჟინრო კომპანია, რომელიც ცნობილია ხელოვნური ინტელექტის მქონე ჰუმანოიდი რობოტების შემუშავებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system