თავში

ცხოველების ფერმები და ახალი ვირუსების საშიშროება ჩინეთიდან - VIDEO

ცხოველების ფერმები და ახალი ვირუსების საშიშროება ჩინეთიდან
ცხოველების ფერმები და ახალი ვირუსების საშიშროება ჩინეთიდან  - VIDEO

ჩინეთში არსებული ნატურალური ბეწვის ფერმები, სადაც სხვადასხვა ტანსაცმლის ნაწარმის შესაქმნელად ცხოველებს ამრავლებენ, შესაძლოა, ახალი ვირუსის გავრცელების წყარო გახდეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Mirror წერს. 

კვლევის ფარგლებში 13 ფერმა შეამოწმეს, რომელსაც სპეციალისტებმა "შენელებული მოქმედების ბომბები" უწოდეს, რომლებიც ახალ მომაკვდინებელ პანდემიებს გამოიწვევს. 

ექსპერტების განცხადებით, დაავადებულ ცხოველებს მცირე ზომის გალიებში ამყოფებენ, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკს. ერთ-ერთ ფერმაში ენოტისებრი ძაღლები აღმოაჩინეს, რომლებიც პარალიზებული იყვნენ და ნელი სიკვდილით იხოცებოდნენ მას შემდეგ, რაც მათი მკვლელობა ელექტროშოკით წარუმატებელი აღმოჩნდა.  

მკვლევარების თქმით, ამგვარ ფერმებში ცხოველები მუდმივ სტრესში იმყოფებიან, რაც "ვირუსის გამოყოფის" შანსებს ზრდის. ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი დაწესებულებები დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს და აიკრძალოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system