თავში

ცხოვრება ქვის ხანის ადამიანივით - ეფექტური დიეტა

ცხოვრება ქვის ხანის ადამიანივით - ეფექტური დიეტა
ცხოვრება ქვის ხანის ადამიანივით - ეფექტური დიეტა

აღარ ვარ დიეტების მოყვარული ადამიანი და ამაზე არაერთხელ დავწერე, მაგრამ ამ დისტანცირებისას მინდოდა რამე სიახლე შემეტანა ჩემს კვებაში. ხშირად მესმის, რომ ჩვენს გენეტიკაში არ დევს ესა თუ ის რამ,ჰოდა, კვებაშიც ხომ ასეა და ვიფიქრე, პირველყოფილივით მეცხოვრა.

მართალია, ცხოველებისგან გაქცევა და გამოქვაბულში თავსი შეფარება არ მიწევს და თან რადგან ცივა, ზედმეტი წონისგან გაქცევაც სახლის პირობებში ონლაინ ვარჯიშით ვარჩიე. სულ ამინდზე რომ არ ვიყო დამოკიდებული. მაგრამ მშრალ ამინდში მაინც ვამატებ გარეთ რამდენიმე კილომეტრს ხუთს მაინც. ჰოდა, პირველყოფილივით კვებაზე ვამბობდი - პალეო დიეტის სახელითაა ცნობილი კვების ეს მეთოდი. საფუძვლად ავიღე და მცირედი ცვლილებები შევიტანე - ჩემს თავზე მოვირგე და ჩემთვის უფრო დაბალანსებული ვარიანტი შევქმენი.

ქვის ხანის ადამიანები მიირთმევდნენ ნანადირევს და ფოთლოვან ბოსტნეულს. კვების ამ რეჟიმის ძირითდი ხაზია მივიღოთ მსგავსი პროდუქტი. ანუ არანაირი დამუშავებული პროდუქტი, ბურღულეული, ტკბილეული  ეს არის ზოგადი მიმოხილვა. პირველად რაციონში არ არის რძე და რძის პროდუქტი, მაგრამ შემდგომ სიებში დამატებულია მცირე ოდენობით. ჰოდა ჩემს რაციონში ხაჭო აუცილებლად იკავებს საპატიო ადგილს. ჩემს რაციონში თითქმის არ არის ბოლქვოვანი ბოსტნეული , განსაკუთრებით მოსარიდებელია ჭარხალი და სტაფილო - შაქრის მომეტებული შემცველობის გამო. პალეო რაციონის ძირითადი პროდუქტია უცხიმო ხორცი, თევზი და კვერცხი (ცილები), მწვანე ბოსტნეული, ხილი, სეზონურად კენკრა, ამ ეტაპზე კი ციტრუსი (ნახშირწყლები), ნაკლები ოდენობით თხილეული და უფრო ნაკლები რძის პროდუქტი, მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი (ცხიმები). 

დეტალურ სიას ადვილად იპოვით. მთავარია გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობდი, რომ ჩემთვის ყველაზე რთული იქნებოდა უშაქრო ხსნადი ყავა, და წლებია უკვე უშაქროდ აღარ დამილევია, თუმცა თურქულ ყავას უშაქროდ ვსვამდი და ამიტომ ერთ ჭიქა თურქულ ყავას დარიჩინით და ვანილით მივირთმევ, ჩემი დესერტი კი თხილეული ან საყვარელი და ტკბილი გოგრაა. თუ გაგიჭირდათ შეგიძლიათ ხილის ჩირი მიირთვათ მცირე ოდენობით, მაგრამ მე ჯერ არ მომნდომებია.

ჯერ ჯერობით მხოლოდ ერთი კვირა გავიდა მაგრამ ძალიან მომწონს. და ორ ძირითად მომენტს გამოვყოფ:

● ვისაც ოდესმე ცილოვანი დიეტა დაგიცავთ, იცით როგორ გვართმევს სასიცოცხლო ენერგიას კეტოზის პროცესი - ჩვენი ცხიმის გამოყენება ენერგიის წყაროდ. აქ კი ხილი და ბოსტნეული სიჯანსაღისა და სიმსუბუქის შეგრძნებას მაძლევს. თან მომწონს ჩემს თეფშზე უამრავ ფერს რომ ვხედავ.

● მოცულობა - ბოსტნეული, განსაკუთრებით კი ფოთლოვანი დიდი რაოდენობით წყლის შემცველობის გამო, მოცულობითი და ნაკლებ კალორიულია. ჰოდა ხორცთან ან ცილასთან ერთად ბოსტნეული ულუფას კარგად ავსებს და ღეჭვის ინსტინქტს, დაბადებიდან რომ გვაქს, სრულად მიკმაყოფილებს.

ჩემთვის წონის კლება არ არის პრიორიტეტი, ამიტომ საშუალო კალორაჟს ვიღებ დღეში. ვისაც დაკლება უნდა დაახლოებით 1200-1400 კალორია უნდა მიიღოს და კვების ამ მეთოდით თავისუფლადაა შესაძლებელი, რომ არ გადააჭარბოთ დღიურ ლიმიტს. ხოდა თუ ამ ეტაპზე რამდენიმე კილოგრამის დაკლება ან ცოტაოდენი სიახლე გჭრდებათ და ფიქრობთ, რომ სახლში ყოფნამ შეიძლება ზედმეტი სანტიმეტრები გააჩნოს, მაშინ სცადეთ კვების ეს მეთოდი, სადაც სრულად მიიღებთ ვიტამინებსა და მინერალებს და გემრიელ და სანუკვარ საახალწლო ტკბილეულსაც უფრო მშვიდად მიირთმევთ. მე კი ცოტა მოგვიანებით აუცილებლად დავწერ როგორ ვიკვებოთ საახალწლო სუფრაზე, ისე, რომ არაფერი გვენატრებოდეს და არც სასწორზე დადგომის შეგვეშინდეს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მკაცრი დიეტების დაცვა კვებითი აშლილობის საწინდარია!

ჯანმრთელობას გისურვებთ !

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system