თავში

წლის ტოპ-5 წიგნი - ბილ გეითსის რეკომენდაცია

წლის ტოპ-5 წიგნი - ბილ გეითსის რეკომენდაცია
წლის ტოპ-5 წიგნი - ბილ გეითსის რეკომენდაცია

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა წლის 5 საყვარელი წიგნი დაასახელა. 

თავის ბლოგში ბილ გეიტსი წერს რომ ბავშვობაში სამეცნიერო ფანტასტიკით იყო გატაცებული. 

„ედგარ რაის ბეროუზისა და რობერტ ჰაინლაინის ყველა წიგნი წავიკითხე. განსაკუთრებით მომეწონა რომანი "მთვარე - მკაცრი ბედი". ამ წიგნებმა გადალახეს შესაძლებლობის საზღვრები და აღმაფრთოვანეს” , - წერს Microsoft-ის დამფუძნებელი. 

ბილ გეითსის თქმით, აზიმოვის "დასაბამის" ტრილოგია მისი ერთ-ერთი რჩეულია.

ასაკის მატებასთან ერთად, გეითსმა დაიწყო უფრო მეტი არამხატვრული ლიტერატურის კითხვა. 

"წელს ბევრი შესანიშნავი წიგნი წავიკითხე, მათ შორის ჯონ დორის უახლესი ნაშრომი კლიმატის ცვლილებაზე,  ამან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - წერს გეითსი.

გთავაზობთ ბილ გეითსის 2021 წლის საყვარელი 5 წიგნის ჩამონათვალს.

1. ათასი ტვინი: დაზვერვის ახალი თეორია - ჯეფ ჰოკინსი;

2. კოდის დამრღვევი: ჯენიფერ დუდნა, გენის რედაქტირება და ადამიანთა რასის მომავალი - ვოლტერ აიზეკსონი;

3. კლარა და მზე - კადზუო ისიგურო;

4. ჰამნეტი - მეგი ო'ფარელი

5. პროექტი ავე მარია - ენდი ვეიერი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system