თავში

ცნობილი ადამიანების რჩევები მშობლებს

ცნობილი ადამიანების რჩევები მშობლებს
ცნობილი ადამიანების რჩევები მშობლებს

მართალია, ჰოლივუდის მსახიობები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა სელებრითები ჩვენგან განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობენ, თუმცა მათთან ერთი მუდმივი, საერთო საზრუნავი გვაერთიანებს - ბავშვების სწორად აღზრდა. 

ცნობილი ადამიანები მშობლებს შვილებთან კონტაქტისა და მათი აღზრდის შესახებ რჩევებს უზიარებენ. 

ქეით მიდლტონი 

კემბრიჯის ჰერცოგინია გირჩევთ, შვილებთან უფრო ახლო კონტაქტი იქონიოთ და მათ ხშირად მოუსმინოთ. ამაზე მისი სხეულის ენაც მეტყველებს, შვილებთან ერთად გადაღებულ სურათებში მას ხშირად ნახავთ დახრილს.  

ბეიკ ლაივლი 

მსახიობს 2016 წლიდან სახლში ე.წ. "კომენტარების ყუთი" აქვს. ბავშვებს შეუძლიათ ყუთში წერილები ჩაყარონ და მასში საკუთარი სურვილები ჩაწერონ.  

ჯეიდა პინკეტ სმიტი

უილ სმიტის მეუღლე გირჩევთ, საკუთარ შვილებს ზრდასრულებივით მოექცეთ. მათი ნათქვამი ყურადღებით მოისმინოთ და დაეხმაროთ საკუთარი ინდივიდუალობის გამოხატვაში.  

ჯენიფერ გარნერი

მსახიობს წელიწადში ერთი დღეა აქვს გამოყოფილი, როდესაც საკუთარ შვილებს ყველაფერზე "კი-ს" ეუბნება და მათ ყველა თხოვნას ასრულებს. 

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

მართალია წყვილი უკვე სამი წელია ერთმანეთს დაშორდა. თუმცა, ისინი შვილების აღზრდისას "სიმართლის" თეორიას იყენებდნენ. ”ჩვენს ოჯახში ასეთი  პოლიტიკა გვაქვს - საიდუმლო არ არსებობს”, - აცხადებდა ბრედ პიტი. ანჯელინა შვილების ყველა კითხვას პასუხობს და მათ არაფერს უმალავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system