თავში

თუ სწრაფად გჭირდებათ ენერგიის აღდგენა

თუ სწრაფად გჭირდებათ ენერგიის აღდგენა
თუ სწრაფად გჭირდებათ ენერგიის აღდგენა

ჭამა სიამოვნებაა - ვამბობთ და ვცდილობთ, შევათავსოთ სასიამოვნო სასარგებლოსთან. საკუთარ თავზე დაკვირვებით ვხვდებით, რომ ნებისმიერი საკვები გვავსებს ენერგიით, მაგრამ სხვადასხვაგვარად. მაგალითისთვის ტკბილი სასმელი, კანფეტები, ფუნთუშეული - სწრაფი ნახშირწყლები, უცებ გვავსებს ენერგიით, ანუ სისხლში საწვავი - შაქარი მალე გადადის. თუმცა მალევე გვშივდება. რთული ნახშირწყლები ანუ ბურღულეული, ჯანსაღი ცხიმები და ცილები კი ნელა იშლებიან ორგანიზმში, ამიტომ უფრო დიდი ხანი გვყოფნის ენერგიაც და შიმშილიც უფრო გვიან გვაწუხებს. თუმცა ყოველდღიური გადატვირთული რეჟიმის გამო რთულია სრულფასოვნად ვიკვებოთ დღის განმავლობაში. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ სწრაფი წასახემსებლების შესახებ, რომლებიც ენერგიითაც აგვავსებენ და თან ჯანსაღია. გთავაზობთ პროდუქტების მცირე სიას, რომელიც ნებისმიერ პატარა მარკეტშიც ხელმისაწვდომია და აღარ მოგვიწევს ყველა ჯერზე საცხობს ან სხვა სწრაფი კვების ობიექტს მივაშუროთ.

ბანანი

ენერგიის ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა, მასში შემავალი რთული ნახშირწყლების, პოტასიუმის და B6 ვიტამინის წყალობით. ამიტომაც სიის სათავეშია.

პროტეინის ბატონი

ჩანთაში ერთი ულუფა თუ მოგეპოვებათ, მშიერი არასდროს დარჩებით. შესანიშნავი წასახემსებელია. სხვადასხვა შემადგენლობისაა, მაგრამ ძირითადი ხაზი დაცულია - ჯანსაღი ცხიმები, რთული ნახშირწყლები, ნატურალური დამატკბობელი. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას.

თხილეული

ნუში, ნიგოზი, ქეშიუ - ეს ტოპ სამეულია. თუმცა ყველა თხილი ენერგიის წყაროა, მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით და კარგი ანტიოქსიდანტია.

ჩირი

სიის სათავეშია გარგრის, კენკრის და ციტრუსის ჩირი. ისინი მდიდარია ცილით. მიირთვით ჩირი ხელოვნური დამატკბობლების გარეშე.

ვაშლი

სიტკბოსა და უჯრედისის დიდი რაოდენობის გამო ვაშლს შეუძლია მიაწოდოს ორგანიზმს ენერგიის სასიცოცხლო რაოდენობა. იგი ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ბოჭკოს დიდი რაოდენობა კანშია, ამიტომ ვაშლის მირთმევა სასურველია კანიანად.

გოჯი ბერი

გარდა ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტებისა, იგი ბოჭკოს კარგი წყაროა. შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ ან იოგურტში და სმუზებში აურიოთ.

შავი შოკოლადი

მასში კაკოს მეტი შემცველობაა და ენერგიის კარგი წყაროა. ასევე იგი კარგი ანტიოქსიდანტია და კუნთების და ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს.

ჩამონათვალი უფრო ვრცელია და შეგიძლიათ ვარირება გააკეთოთ სასურველი პროდუქტით, ისე რომ ძირითადი ხაზი არ დაკარგოთ. და ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის დავიჭიროთ თადარიგი, დამშეული ორგანიზმი ყოველთვის ერთი ორად ინაზღაურებს დანაკარგს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system